|
დასახელება:
ოპერაციების მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ბიზნეს სისტემები
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
კომპანია "ბიზნეს სისტემები" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები და შეთავაზება კომპანიის მხრიდან:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი, ბელიაშვილის ქუჩა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათი (1 საათი შესვენება)
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა
** ფიტპასის თანაგადახდა
** სასიამოვნო სამუშაო გარემო და კეთილგანწყობილი გუნდი
** კარიერული დაწინაურების შესაძლებლობა
** შედეგების გაუმჯობესებასთან ერთად მზარდი ანაზღაურება
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდვების და გაყიდვების პროცესის წარმართვა კომპანიის შინაგანაწესის მიხედვით
** გადარიცხვების განხორციელება და კონტროლი
** დოკუმენტაციის მართვა და საოფისე პროცესებში ჩართულობა
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** Excel პროგრამის საოფისე დონეზე ცოდნა:
** ქართულ ენაზე გამართული, წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის B1 ან B2 დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** შემოსავლების სამსახურის (RS-ze) მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება პრიორიტეტად)
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
** დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: JOB@BSYSTEMS.GE.
|
|
|
|