Робота для біженців з України
მორიგე ექოსკოპისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე ექოსკოპისტი
მომწოდებელი: გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: მორიგე ექოსკოპისტის პოზიციაზე.

"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" წარმოადგენს ინოვაციურ, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს და უახლეს, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატურას. ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კომპლექსურ, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებს, რაც განაპირობებს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას ყველა პროფილის მიმართულებით.

ვეძებთ მაღალკვალიფიციურ, პასუხისმგებელ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკური მომსახურების უზრუნველყოფა.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45ა
სამუშაო გრაფიკი (ცვლები და მორიგეობა)
ანაზღაურება შეთანხმებით.

ძირითადი ფუნქციები:

** სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის ექოსკოპიური კვლევის ჩატარება თანამედროვე აპარატურით;
** კვლევის შედეგების სწორად დაფიქსირება და აღწერა;
** პაციენტებთან და კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** სტერილურობისა და კლინიკური სტანდარტების დაცვა სამუშაო პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოქმედი სამედიცინო ლიცენზია ექოსკოპიური კვლევების ჩატარებაზე;
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ზუსტად და პასუხისმგებლობით მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე hr@hgh.ge

სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია
გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე