Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
ახალი ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე თბილისში.

ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.

სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან და ფარმაცევტებთან;
** კომპანიის პროდუქტების (საკვები დანამატების) შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა;
** ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი;
** შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური რეპორტინგი;
** კომპანიის პროდუქტების (საკვები დანამატების) პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელება.

აუცილებელი უნარები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** სწორი და შედეგიანი მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** ენერგიულობა;
** შრომისმოყვარეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება: მედიცინის ფაკულტეტი;
** ინგლისური ენის და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერის ცოდნა (საოფისე პროგრამები);
** სამუშაო გამოცდილება - ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობის;
** ანაზღაურება 1800-2400 ლარი.

საკონტაქტო ელ.ფოსტა: hrvacinbox@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე