|
დასახელება:
სამშენებლო ხარისხის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Experts for Solutions
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
"Experts for Solutions" ინსპექტირების დამოუკიდებელი, საერთაშორისო სერტიფიცირების კომპანიაა. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. ამასთანავე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს, როგორიცაა გეოდეზიური მომსახურება, სამშენებლო ხარისხის კონტროლი და ობიექტების უსაფრთხოება/ზედამხედველობას. კომპანია ფლობს ISO სერტიფიკატს. შესაბამისად, "Experts for Solutions"-ის ინსპექტირების შედეგებს აღიარებს საქართველოს კანონმდებლობა და ყველა ინსტანციის სასამართლო.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://www.efs.ge/
"Experts for Solutions" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ხარისხის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო პროცესების შესაბამისობის შემოწმება დამტკიცებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან, პროექტის სპეციფიკაციებთან და ქართულ/საერთაშორისო სტანდარტებთან;
** გამოვლენილი შეუსაბამობებისა და ნაკლოვანებების აღრიცხვა, მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების მომზადება და კონტრაქტორებისთვის მიწოდება;
** პროექტის გუნდთან, კონტრაქტორებთან, ინჟინრებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან კოორდინაცია ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებში;
** ხარისხთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება, ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** ISO და შიდა ხარისხის სტანდარტების დაცვა;
** რისკების იდენტიფიკაცია და პრევენციული რეკომენდაციების მიწოდება;
** კრიტიკული სამშენებლო ეტაპების ინსპექტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამშენებლო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სამშენებლო -საინჟინრო კუთხით);
** ხარისხის კონტროლის, ინსპექტირების და დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office+ ArchiCAD/AutoCAD);
** სამშენებლო სტანდარტების (ქართულისა და საერთაშორისო) ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და ეფექტური კოორდინაციის უნარი გუნდთან და კონტრაქტორებთან;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სამუშაოს ხარისხზე ფოკუსირება;
** ინიციატივიანობა და პრევენციული მიდგომა პრობლემების აღმოსაფხვრელად;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი / 09:00 - 18:00 საათი);
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული
გისურვებთ წარმატებებს!დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2026 წლის 25 მარტის ჩათვლით.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Experts for Solutions" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Experts for Solutions" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|