Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=703831&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება - ძირითადი დანადგარების ოპერატორის თანაშემწე - კასპი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - ძირითადი დანადგარების ოპერატორის თანაშემწე
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
თანდართული ფაილი: 703831_Application_Form_9794596.zip
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს სტაჟირებას კასპის ცემენტის ქარხანაში ძირითადი დანადგარების ოპერატორის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00 საათი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** სამართავი პროგრამის მეშვეობით აგრეგატების გაშვების, მუშაობის კონტროლის და გაჩერების უზრუნველყოფა;
** ლაბორატორიასთან მჭიდრო თანამშრომლობა და ხარისხის პარამეტრების კონტროლი;
** ცვლაში მომხდარი მნიშვნელოვანი საკითხების სისტემატური რეპორტირება, ასევე დავალებისამებრ ნამუშევარი ისტორიის რეპორტის სახით ამოღება;
** სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა/განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა;
** პროგრამაში დაზიანებებისა და სხვა უწესივრობის აღმოჩენა, გადამისამართება შესაბამის პერსონალთან შემდგომი აღმოფხვრის მიზნით;
** დასაწყობებული კირქვის და დაფქული მასალის ხარისხის მუდმივი კონტროლი და ლაბორატორიასთან ურთიერთობა;
** ნედლეული მასალების, სათბობი მასალის და ელექტრო ენერგიის ეფექტურად გამოყენება;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

სასურველია გქონდეთ:

** MS Office - ის ცოდნა;
** ინგლისური / რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული უნარები;
** გუნდურობა;
** მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლობა;

კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები:

** კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** დეკრეტული შვებულების სრული ანაზღაურება;
** ფულადი დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟირება - ძირითადი დანადგარების ოპერატორის თანაშემწე (კასპი).

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია