Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=703830&print=yes&view=jobs
 
რეგიონალური კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონალური კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის განაწილების და მონიტორინგის განყოფილების რეგიონალური კოორდინატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რეგიონში GPS მონიტორინგის პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
** GPS მონიტორინგის უფროსი სპეციალისტების საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობა;
** კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული GPS/GNSS სისტემების მონიტორინგის საერთო მართვა;
** ტრანსპორტის გადაადგილების, მარშრუტების, სამუშაო დროისა და საწვავის ხარჯვის კონტროლის პროცესის მართვა;
** GPS სისტემებიდან მიღებული მონაცემების ანალიზის ზედამხედველობა და კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** დარღვევების, გადაცდომებისა და ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების კოორდინაცია;
** GPS მოწყობილობებისა და სენსორების გამართული ფუნქციონირების კონტროლი;
** ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია მომწოდებლებთან და კომპანიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;
** მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება ან შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია;
** GPS/GNSS სისტემებთან მუშაობის მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება;
** GIS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** მონაცემთა ანალიზის უნარი (MS Excel ან ანალოგიური პროგრამები);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა — სავალდებულო.

პიროვნული და პროფესიული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია გუნდთან და ხელმძღვანელობასთან, სამუშაო პროცესში ინფორმაციის დროულად და სწორად მიწოდების უნარით;
** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ახალი სისტემებისა და სამუშაო გარემოს სწრაფად ათვისების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებდი).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 10.03.2026
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "რეგიონალური კოორდინატორი".

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge
აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.
შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია