Робота для біженців з України
ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: Communal Hospitality
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.

"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.

"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შენობის საინჟინრო სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა (ელექტროობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა/გაგრილება, ვენტილაცია);
** ტექნიკური გაუმართაობების დროული დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
** პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების დაგეგმვა და განხორციელება;
** რესტორნისა და სასტუმროს სპეციფიკური ტექნიკისა და მოწყობილობების კონტროლი (სამზარეულოს აღჭურვილობა, სამაცივრე სისტემები და სხვ.);
** უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვა;
** კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში;
** გადაუდებელ ტექნიკურ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირება.

მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** ტექნიკური განათლება (ინჟინერია ან მომიჯნავე სფერო);
** ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმრო/რესტორნის ან კომერციულ შენობაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საინჟინრო სისტემების პრაქტიკული ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკისთვის მზადყოფნა.

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: 1700 ლარი
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Levan@communalcompany.com

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე