Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=703818&print=yes&view=jobs
 
პრომო გოგო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომო გოგო
მომწოდებელი: 3D Painter
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
კომპანია "3D Painter" სუვენირების მაღაზიათა ინოვაციური ქსელი აცხადებს ვაკანსიას პრომო გოგოს პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას იმუშაო ნახევარ განაკვეთზე, კომფორტულ და მეგობრულ გარემოში, სადაც შეძლებ პარალელურად სწავლასაც და შემოსავლის მიღებასაც.

რას გთავაზობთ:

** სტუდენტებზე მორგებული მოქნილი გრაფიკი;
** სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი მოლი;
** სამუშაო დღეები: კვირაში 3-4 დღე (შეთანხმებით);
** სამუშაო დრო: 5 საათი და 30 წუთი დღეში;
** ანაზღაურებადი სტაჟირება: 1 კვირა;
** დღიური ანაზღაურება: 40 ლარი + გაყიდვების ბონუსები;
** ხელფასის ჩარიცხვა კვირაში ერთხელ;
** თბილი, მხარდამჭერი და პოზიტიური სამუშაო გარემო;
** გამოცდილება საჭირო არ არის ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით და დაგეხმარებით პროფესიულ განვითარებაში

შენი ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და პროდუქციის მიმზიდველი წარდგენა;
** გაყიდვების განხორციელება და არჩევაში დახმარება;
** სტენდების მოწესრიგება და ვიზუალური წესრიგის შენარჩუნება;
** მენეჯერის მითითებების შესრულება და გუნდთან თანამშრომლობა.

ვის ვეძებთ:

** კომუნიკაბელურ და პოზიტიურ ადამიანს;
** პასუხისმგებლობიან და პუნქტუალურ კანდიდატს;
** მომხმარებელზე ორიენტირებულ პიროვნებას;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე მცოდნეს.

თუ გინდა შეიძინო გამოცდილება, გაიუმჯობესო კომუნიკაციის უნარები და იმუშაო სასიამოვნო გარემოში — გამოაგზავნე CV: 3dpainterm@gmail.com
Subject: Promo Girl
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია