Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=703790&print=yes&view=jobs
 
დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: იტალიური ტანსაცმლის ბრენდის შოურუმი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
იტალიური ტანსაცმლის ბრენდის შოურუმში ვეძებთ კომუნიკაბელურ, დისციპლინირებულ, პასუხისმგებლიან და სტილურ თანამშრომელს დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც ეფექტურად შეძლებს კლიენტებთან კომუნიკაციას და სიამოვნებით გახდება ჩვენი გუნდის ნაწილი.

მოთხოვნები:

** ქართული ენა — მშობლიური
** რუსული ენა — სავალდებულოა სასაუბრო დონეზე (აუცილებელია ტურისტებთან კომუნიკაციისთვის)
** ინგლისური ენა — სასურველია (B2)
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობა
** Word / Excel პროგრამების ცოდნა
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება, ადამიანების სიყვარული და კარგი კომუნიკაციის უნარები

მოვალეობები:

** ადმინისტრაციული სამუშაო და შოურუმის პროდუქციის აღრიცხვა
** დირექტორის დახმარება მიმდინარე სამუშაო პროცესებში
** საჭიროების შემთხვევაში — საოფისე მასალებისა და ფურნიტურის შესყიდვა
** კლიენტებისთვის ტანსაცმლის შერჩევაში დახმარება
** ვიტრინების გაფორმება და სივრცის მოწესრიგება
** ფოტო/ვიდეო კონტენტის შექმნის უნარი ჩაითვლება უპირატესობად და დამატებით ბონუსად

პირობები:

** გრაფიკი: 5/2 (დასვენების დღე — კვირა და ორშაბათი)
** ანაზღაურება:

საგამოცდო პერიოდი: 1500 ლარი + გაყიდვებიდან 5%
საგამოცდო პერიოდის შემდეგ: 1700 ლარი + გაყიდვებიდან 5%

** კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: anat.amoroso@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია