|
დასახელება:
სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
|
| მომწოდებელი:
კერა ქონსთრაქშენი
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 13 მარტი
|
სამშენებლო კომპანია "კერა ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და სამუშაოების დეტალური დაგეგმარება
** სამშენებლო პროცესის ორგანიზება, მართვა და ყოველდღიური კონტროლი
** სამუშაოების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლი/ უზრუნველყოფა
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის კოორდინაცია და ეფექტური კომუნიკაცია
** საჭირო სამშენებლო მასალების აღრიცხვა და შესყიდვის მოთხოვნის მომზადება
** არქიტექტორთან და კონსტრუქტორთან აქტიური კომუნიკაცია და ტექნიკური საკითხების შეთანხმება
** შესრულებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი დირექტორთან და დამფუძნებელთან
** ობიექტზე მარაგების კონტროლი და ეტაპობრივი ინვენტარიზაციის ჩატარება
** პროექტის დაგეგმვა და მართვა დირექტორთან და დამფუძნებელთან კოორდინაციით
** შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა და კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო ან/და არქიტექტურის მიმართულებით
** სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** სამშენებლო პროცესების სრულყოფილი ცოდნა
** სამშენებლო ნახაზების წაკითხვისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზის ცოდნა
** ხარვეზების დროული აღმოჩენისა და ოპერატიული რეაგირების უნარი
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 13 მარტის ჩათვლით მისამართზე: nutsi.alania@outlook.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|