Робота для біженців з України
საწყობის მომარაგების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მომარაგების მენეჯერი
მომწოდებელი: კერა ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
სამშენებლო კომპანია "კერა ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მომარაგების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის საქმიანობის სრული მართვა და ოპერატიული კონტროლი
** პროდუქციის მიღება, სწორად განთავსება, აღრიცხვა და

მიღება/გაცემის პროცესის მართვა:

** მარაგების დაგეგმვა და ოპტიმალური ნაშთების უზრუნველყოფა
** მომარაგების პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და შესაბამისი

ანგარიშგების მომზადება:

** საწყობის წესრიგისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** გადაზიდვებისა და ლოჯისტიკური პროცესების კოორდინაცია
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (ზედნადები, ინვოისები და სხვა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ლოჯისტიკის ან/და მენეჯმენტის სფეროში
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** მარაგების მართვისა და საწყობის ოპერაციების კარგი ცოდნა
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 13 მარტის ჩათვლით მისამართზე: nutsi.alania@outlook.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე