Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=703700&print=yes&view=jobs
 
უმცროსი ქსელის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ქსელის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის სამსახურის უმცროსი ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული/უმაღლესი განათლება ან საერთაშორისო სერტიფიკატი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განხრით
** არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება Network Administration-ში
** TCP/IP, DNS, DHCP, BGP, OSPF, NAT, Routing პროტოკოლების ღრმა ცოდნა
** Firewall-ების (Fortinet / Cisco / Palo Alto ან ანალოგი) გამოცდილება
** AWS Networking-ის პრაქტიკული გამოცდილება
** AWS WAF და Anti-DDoS (AWS Shield) სისტემების ცოდნა
** Kubernetes networking-ის ცოდნა
** Service Mesh (Istio) პრაქტიკული გამოცდილება
** TLS/mTLS კონფიგურაციის გამოცდილება
** Linux სისტემების კარგი ცოდნა
** პრობლემების დიაგნოსტიკის ძლიერი უნარები

დამატებითი მოთხოვნები:

** Terraform / Ansible გამოცდილება
** CKA / CKAD / AWS Certification
** Zero Trust Architecture-ის გამოცდილება
** DevSecOps პრაქტიკების ცოდნა
** HAProxy / Nginx advanced კონფიგურაციის გამოცდილება
** SIEM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

ქსელური ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება

** LAN / WAN ინფრასტრუქტურის დიზაინი, კონფიგურაცია და მხარდაჭერა
** VLAN-ების, VPN-ების, routing / switching ინფრასტრუქტურის მართვა
** Firewall-ების, IDS/IPS სისტემების ადმინისტრირება
** Network performance მონიტორინგი და troubleshooting
** ქსელური სქემების და დოკუმენტაციის შექმნა/განახლება

Cloud Networking (AWS)

** AWS VPC არქიტექტურის დაგეგმვა და მართვა (Subnets, Route Tables, IGW, NAT
Gateway)
** Security Groups და NACL-ების კონფიგურაცია
** AWS Transit Gateway და Hybrid connectivity (VPN / Direct Connect)
** Elastic Load Balancer (ALB / NLB) კონფიგურაცია
** AWS WAF-ის კონფიგურაცია და ოპტიმიზაცია
** AWS Shield (Anti-DDoS) მექანიზმების დანერგვა და მართვა
** CloudFront უსაფრთხოების პოლიტიკების კონფიგურაცია

DevOps & Cloud-Native Networking

** Kubernetes ქსელური არქიტექტურის მხარდაჭერა
** Ingress Controllers-ის კონფიგურაცია
** Service Mesh არქიტექტურის დანერგვა და მხარდაჭერა
** Istio-ს კონფიგურაცია (Traffic Management, Virtual Services, Destination Rules)
** mTLS და TLS სერტიფიკატების მართვა (certificate lifecycle management)
** Zero Trust Networking პრინციპების დანერგვა
** Microservices კომუნიკაციის უსაფრთხო არხების უზრუნველყოფა

უსაფრთხოება

** TLS/SSL სერტიფიკატების გენერაცია, როტაცია და მონიტორინგი
** PKI ინფრასტრუქტურის ცოდნა
** WAF პოლიტიკების დაწერა (OWASP Top 10 პრევენცია)
** DDoS შეტევების ანალიზი და რეაგირება
** უსაფრთხოების აუდიტების მხარდაჭერა

ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია

** Infrastructure as Code (Terraform / CloudFormation) გამოყენება
** CI/CD პროცესებში ქსელური კომპონენტების ინტეგრაცია
** Monitoring სისტემებთან ინტეგრაცია (Prometheus, Grafana, CloudWatch)
** Network policy-ების ავტომატიზაცია Kubernetes-ში

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: კონკურენტული

დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://my.te.ge/

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 24 მარტი.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "თბილისი ენერჯისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით ან / და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

ასევე გაცნობებებთ, რომ თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი: "თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში."

თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "თბილისი ენერჯი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია