|
დასახელება:
ხარჯთაღმრიცხველი
|
| მომწოდებელი:
არალი
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
შპს "არალი" დაარსდა 2004 წელს. კომპანია დაარსების დღიდან ოპერირებს საგზაო და სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით. ჯამურად დასრულებული 100-ზე მეტი და ამჟამად მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე 25 სამშენებლო პროექტით, შპს "არალი" ინფრასტრუქტურული ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ასევე წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის უმსხვილეს კომპანიებთან.
შპს "არალი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
** პროექტის ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება და განსაზღვრა;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის (ფასი, მოცულობა და ა.შ.) დადგენა, ანალიზი;
** აქტიური ჩართულობა პროექტის ბიუჯეტის შემუშავების პროცესში;
** პროექტში ჩართული მხარეებისგან - არქიტექტორებისგან/ინჟინრებისგან პროექტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა, განმარტებით შეხვედრებზე დასწრება;
** გახარჯული მასალების ჩამოწერა;
** ფორმა 2 -ების შედგენა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
** პროექტის მენეჯერთან შეთანხმებით, თითოეული ეტაპის მიმდინარეობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის და გეგმა-გრაფიკების მომზადება;
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი
ცოდნა და უნარები:
** ქართული (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);
** კომპიუტერული პროგრამები: MS Excel;
** სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ;
** შრომისმოყვარეობა - მოტივირებულობა;
** პასუხისმგებლობა - შედეგზე ორიენტირება;
** დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
** ნდობა და პატივისცემა კოლეგების მიმართ - გუნდურობა;
** პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფალიაშვილის 67
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე HR@araligroup.ge
|
|
|
|