|
დასახელება:
გამყვანი ტურ-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ამბასადორი თრეველი
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
ტურისტული კომპანია "ამბასადორი თრეველი" აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის ან/და ბიზნესის (ადმინისტრირება / მარკეტინგი) განხრით;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა; წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება;
** Amadeus-ის სისტემის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).
უპირატესობად ჩაითვლება:
** დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა.
** სპეციალური სწავლება / ტრენინგი გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში;
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის მომსახურება / კონსულტაცია;
** კომპანიის პროდუქტის / მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება;
** ავიაბილეთების, სასტუმროებისა და სხვა ტურ. პროდუქტების რეზერვაცია / რეალიზაცია;
** ტურისტული პაკეტეტების შედგენა / რეზერვაცია / რეალიზაცია;
** პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება და გაღრმავება;
** არსებულ მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება;
** კომპანიის პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა / მოლაპარაკების წარმოება;
** ინვოისებისა და შეთავაზებების მომზადება;
** რეპორტინგი.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისუნარიანობა/სისხარტე.
კანდიდატს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და ინტერესი განვითარდეს მოცემული მიმართულებით, კომპანია სთავაზობს:
** სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსური სისტემა;
** კვებას დღეში ერთხელ;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, ფოტოსურათთან ერთად, ელ.ფოსტაზე: info@ambassadori.travel
შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|