|
დასახელება:
შიდა ზედამხედველობის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
Tactical.ge
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
კომპანია "ტაქტიკალი" აცხადებს ვაკანსიას შიდა ზედამხედველობის თანამშრომლის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, წერეთელი, აგლაძის N15, "მეგალაინი"
პირობები:
** კვირაში 3 ან 4 დღე;
** სამუშაო საათები: 10:00-22:00;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ობიექტების ვიდეოკამერების მონიტორინგი;
** თანამშრომლების მიერ წესრიგისა და ქცევის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების რისკების შეფასება;
** კამერის ჩანაწერების ანალიზი;
** დარღვევების დაფიქსირება და ხელმძღვანელი პირების ინფორმირება;
** მატერიალური ფასეულობების დაკარგვის, ან დაზიანების აღკვეთის მიზნით მოახდინოს მუდმივი დაკვირვება;
** კომპანიის ობიექტებში არსებული ელექტრო გაყვანილობის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების გამართულობის მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.deltaconnect@gmail.com, გთხოვთ, "Subject"-ში მიუთითოთ "შიდა ზედამხედველობის თანამშრომელი".
|
|
|
|