Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=703586&print=yes&view=jobs
 
სერვისის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის თანამშრომელი
მომწოდებელი: მეგატექნიკა
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
მეგატექნიკა უკვე 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე.

მეგატექნიკაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - სერვისის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის 140
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00

ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისში შემოსული ტექნიკის დახარისხება და შესაბამის სივრცეებში განთავსება;
** დამხმარე ნაწილების მიღება, დახარისხება და ინვენტარიზაცია;
** რეგიონული სერვის-ცენტრების მიერ შეკვეთილი ნაწილების მომზადება და გაგზავნა;
** ტექნიკის უტილიზაციის პროცესში მონაწილეობა და შესაბამის სამსახურზე გადაცემა;
** სხვა ბრენდების სერვის-ცენტრებში ნივთების მიწოდებისა და წამოღების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ელექტრო ტექნიკის ნივთების ტექნიკური მახასიათებლების საშუალო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა სასურველია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@megatechnica.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სერვისის თანამშრომელი.
მეგატექნიკა მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, "შპს ომეგა" (ს/კ: 211334830, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გამსახურდიას გამზ., N11) დაამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის სერტიფიკატებს, დიპლომებს და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს) გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება კონკურსის დასრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გამოელექტრონულ ან/და ამობეჭდილი სახით. თუ მხარეთა შორის გაგრძეკდა შრომითი ურთიერთობა, მონაცემები ინახება შრომითი ურთიერთობის განმავლობაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია კომპანიისგან მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები" (ს/კ: 400402435), ელექტრონული ფოსტა: info@officers.ge

პირის მიერ რეზიუმის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ კომპანიისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კომპანიის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ შპს "ომეგას" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია