|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
StepUp
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი "Step Up" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი
თვიური ანაზღაურება 1000 ლარი
Step Up - ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაციის ძლიერი უნარების მქონე ოფის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრის ყოველდღიური პროცესების ეფექტურ და გამართულ მართვას.
ძირითადი მოვალეობები:
** მშობლებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია; ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.
** სოციალურ ქსელებში ინბოქსისა და კომენტარების მონიტორინგი.
** ვალების კონტროლი, მშობლებთან დარეკვა და ბუღალტერთან ფინანსური საკითხების კოორდინაცია.
** დოკუმენტაციის მართვა (ხელშეკრულებები, ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული პროცესები).
** საკანცელარიო, ჰიგიენური და საოფისე ნივთების შესყიდვა და ხარჯების კონტროლი.
** ბავშვების შესაბამის სერვისებზე გადამისამართება.
** ფსიქოკონსულტაციის გრაფიკის შედგენა და ჩარიცხვების კონტროლი.
** ადმინისტრაციასა და ბუღალტერთან ეფექტური თანამშრომლობა.
** შეხვედრებისა და კრებების ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა.
** კომუნიკაციის მაღალი უნარები.
** კომპიუტერული ცოდნა (Word, Excel, სოციალური ქსელები).
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00 (8 საათი)
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს.
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდში მუშაობას.
** განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო სივრცეს.
თვიური ანაზღაურება 1000 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ: vacancy.stepup@gmail.com და სათაურში მიუთითეთ: "ოფის მენეჯერი".
განცხადებების მიღება მიმდინარეობს 5 მარტამდე.
|
|
|
|