Робота для біженців з України
ოპტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპტიკოსი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 მარტი
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1800₾

ძირითადი მოვალეობები:

** დაზიანებული ბოჭკოვანი წვერების მოძიება (მონაკვეთის დაზუსტება) და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა;
** ოპტიკური ქუროს და ოდფ-ის ინსტალაცია;
** სამუშაო პროცესში ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესადუღებელი ხელსაწყოების და სხვა საჭირო ინსტრუმენტების ნომრების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისათვის კი გამართულ მდგომარეობაში შენახვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში;
** ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV/ან საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge.

გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ოპტიკოსი.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

შპს "ახალი ქსელები" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე