|
დასახელება:
სპორტული დარბაზის მმართველი / გენერალური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სპორტული დარბაზი
|
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
თბილისში მალე იხსნება ახალი, მასშტაბური სპორტული დარბაზი (ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქართველოში და ამიერკავკასიაში) და ვეძებთ ობიექტის სრულფასოვან მმართველს.
ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც შეძლებს სპორტული დარბაზის ოპერაციული მართვაზე სრული პასუხისმგებლობის აღებას და ყოველდღიური პროცესების ორგანიზებას — როგორც გახსნამდე, ისე გახსნის შემდეგ.
ძირითადი მოვალეობები:
** სპორტული დარბაზის ოპერაციული პროცესების აწყობა ნულიდან (გახსნამდე პერიოდი)
** გახსნისთვის მზადების ორგანიზება (პერსონალის შერჩევა, პროცესების გაწერა, მარაგების მომზადება)
** სპორტული დარბაზის ყოველდღიური ოპერაციების სრული მართვა
** თანამშრომლების (ტრენერები, ადმინისტრაცია, ტექნიკური პერსონალი, დასუფთავება) კოორდინაცია და კონტროლი
** სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და დისციპლინის უზრუნველყოფა
** ობიექტის სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი კონტროლი
** შესყიდვების ორგანიზება და მარაგების მართვა
** ტექნიკური პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირება და გადაწყვეტა
** მომსახურების ხარისხის კონტროლი და მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა
** ანგარიშგება დამფუძნებლებთან / ხელმძღვანელობასთან
** კრიზისული სიტუაციების მართვა და ადგილზე გადაწყვეტილებების მიღება
მოთხოვნები:
** მინიმუმ 3-5 წლიანი მართვის გამოცდილება (სასურველია: ფიტნეს ცენტრი, სპორტული დარბაზი, ჰორეკა, სასტუმრო ან დიდი კომერციული სივრცე)
** ძლიერი ორგანიზაციული და ლიდერული უნარები
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
** პერსონალის მართვის გამოცდილება
** მოლაპარაკებებისა და შესყიდვების მართვის გამოცდილება
** ენერგიულობა და ადგილზე აქტიურად ყოფნის მზადყოფნა (ეს არ არის ოფისური პოზიცია)
ანაზღაურება:
** გახსნამდე პერიოდში: 5000 ლარი
** გახსნის შემდეგ: 8000 ლარი + ბონუს სისტემა (ობიექტის შედეგებზე დამოკიდებული)
ჩვენ გთავაზობთ:
** გრძელვადიანი თანამშრომლობა
** კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა
** ახალი, თანამედროვე და მასშტაბური პროექტის შექმნაში მონაწილეობა
დამატებითი ინფორმაცია:
პოზიცია გულისხმობს დარბაზში მუდმივ ჩართულობას და პროცესების ადგილზე მართვას. ვეძებთ მმართველს, რომელიც პროექტს აღიქვამს როგორც საკუთარ პასუხისმგებლობას და შეძლებს ძლიერი სისტემის შექმნას ნულიდან.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV: hr@newgym.ge
|
|
|
|