|
დასახელება:
ფინანსურ-ადმინისტრაციული მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ვისტამედი
|
|
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 23 მარტი
|
კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ-ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ/დიღომი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
დაქვემდებარება: დირექტორი/გენერალური მენეჯერი
პოზიციის მიზანი:
ფინანსურ-ადმინისტრაციული მენეჯერი პასუხისმგებელია ორგანიზაციის ფინანსური მართვის, ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაციისა და ფინანსური კონტროლის სისტემის უზრუნველყოფაზე, კლინიკური ლაბორატორიის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ძირითადი მოვალეობები:
** ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და შესრულების კონტროლი;
** შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი, ფინანსური რისკების იდენტიფიცირება;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (თვიური, კვარტალური, წლიური);
** ლაბორატორიის მომსახურებების თვითღირებულების (Costing) გაანგარიშება;
** ხელშეკრულებების ფინანსური ნაწილის კონტროლი (პარტნიორები, მომწოდებლები, სადაზღვევო კომპანიები);
** შესყიდვების ფინანსური დაგეგმვა და კონტროლი (რეაგენტები, სახარჯი მასალები, ტექნიკა);
** სალაროსა და საბანკო ოპერაციების ზედამხედველობა;
** საგადასახადო და ბუღალტრულ საკითხებზე კოორდინაცია ბუღალტერთან/აუდიტორთან;
** ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და შიდა პროცედურების გაუმჯობესება;
** ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის ფინანსური რეკომენდაციების მომზადება.
** სახელფასო პოლიტიკის, ბონუსებისა და KPI სისტემის შემუშავება;
** შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვა (Fraud prevention, Segregation of duties).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მონათესავე სფეროში;
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ ან ადმინისტრაციულ მენეჯმენტში (სამედიცინო სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
** ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტირების პრაქტიკული გამოცდილება;
** საგადასახადო და ფინანსური კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Excel, ფინანსური პროგრამები) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
სასურველი კომპეტენციები:
** ლაბორატორიული პროცესების ფინანსური სპეციფიკის გაგება;
** პროცესების ოპტიმიზაციის უნარი;
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: hrvistamedi@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ფინანსურ-ადმინისტრაციული მენეჯერი".
|
|
|
|