|
დასახელება:
მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების უფროსი ოფიცერი - სტაჟირება
|
| მომწოდებელი:
scapp
|
|
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 23 მარტი
|
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების უფროსი ოფიცრის სტაჟირების პროგრამაზე თანამდებობაზე ქ. თბილისში.
სტაჟირების პროგრამაზე კანდიდატები შეძლებენ შეისწავლონ საქმიანობა და შეიძინონ შემდეგი უნარები:
** ახალი მომხმარებლების მოზიდვა;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
** კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
** საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
** საკრედიტო პორტფელის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
სხვა მოთხოვნები:
დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; შაბათი: 10:00-16:00.
** ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში - 250 ლარი, შემდეგ 750+ბონუსი და ჯანმრთელობის დაზღვევა, სასაუბრო დრო;
გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - "Micro Business loans officer internship - თბილისი".
|
|
|
|