|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
In Haus Development
|
|
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 23 მარტი
|
"In Haus Development" არის ინოვაციური, პრემიუმ კლასის დეველოპერული კომპანია, რომელიც ორიენტირებულია თბილისის ისტორიულ უბნებში ბუტიკური ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე. ჩვენი ხედვა ეფუძნება ევროპული სტანდარტების, არქიტექტურული დახვეწილობისა და მაღალტექნოლოგიური, ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების სინთეზს.
ჩვენი ფლაგმანი პროექტი "In Haus Vera" ხარისხისა და დეტალების სრულყოფილებით მომავლის საცხოვრებელ გარემოს აყალიბებს. ჩვენი მუდმივად მზარდი გუნდის მიზანი კი დროსთან გამძლე ღირებულების შექმნაა. სწორედ ამ მისიის ფარგლებში, ვეძებთ გამოცდილ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პროფესიონალურად წარადგენს კომპანიის პროექტებს და მომხმარებლებს პრემიუმ სტანდარტის სერვისს შესთავაზებს.
** პოტენციური კლიენტებისა და ინვესტორებისთვის კომპანიის მიმდინარე და სამომავლო პროექტების მაღალი დონის პრეზენტაციების ჩატარება; პროექტის კონცეფციის, არქიტექტურული უპირატესობებისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტების დეტალური გაცნობა;
** CRM სისტემაში შემოსული მოთხოვნების ოპერატიული დამუშავება, კლიენტებთან პირველადი სატელეფონო კომუნიკაცია და შეხვედრების დაგეგმვა;
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი საცხოვრებელი თუ კომერციული ფართების შერჩევა და გაყიდვების სრული ციკლის მართვა (ობიექტის ჩვენებიდან ნასყიდობის ხელშეკრულებამდე);
** კლიენტებისთვის გადახდის გრაფიკების, შიდა განვადების პირობებისა და საბანკო პროდუქტების გაცნობა; პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ამონაგების (ROI) გაანგარიშება;
** ხელშეკრულების პირობების შეთანხმება, მოლაპარაკებების პროფესიონალურად წარმართვა და გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვების პროცესის დეტალური აღრიცხვა CRM სისტემაში; კლიენტებთან კომუნიკაციის ისტორიის წარმოება და ყოველკვირეული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
** უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციების, კონკურენტი კომპანიების პროექტებისა და ფასების მუდმივი ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი ან მომიჯნავე სფერო);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების ან პრემიუმ მომსახურების სფეროში;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და CRM სისტემების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და პროექტების მაღალ დონეზე პრეზენტაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებების პროფესიონალურად წარმართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 2500 ლარი (ფიქსირებული) + მაღალი საპროცენტო სარგებელი ყოველი გაყიდვიდან;
** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვერა.
თუ თვლით, რომ ეს შანსი თქვენთვისაა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV 2026 წლის 23 მარტამდე ელ. ფოსტაზე: talentsourcecareers@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დამუშავდება შერჩევის პროცესის უზრუნველსაყოფად და გადაეცემა პოტენციურ დამსაქმებელს ("In Haus Development"). თქვენი მონაცემები შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვით, რათა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიებზეც. CV-ის გამოგზავნით თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას თქვენი მონაცემების დამუშავებასა და დამკვეთი კომპანიისთვის გაზიარებაზე.
|
|
|
|