|
დასახელება:
საწყობის უფროსის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
სმოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 23 მარტი
|
პოზიციის დასახელება: საწყობის უფროსის დამხმარე
სამუშაო მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის შესახებ:
კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.
საწყობის უფროსის დამხმარის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ცენტრალურ საწყობში არსებული საქონლის მოძრაობის პროგრამული ასახვა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის დაცლა/დატვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება. შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი, დეტალებზე ორიენტაცია.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
** საწყობიდან პროდუქციის მიღება/გადატვირთვის დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი;
** ზედნადებების ატვირთვა როგორც შიდა გადაზიდვების ასევე რეალიზაციების ჭრილში;
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში საქონლის დაცლა/დატვირთვის პროცესში მონაწილეობა;
** საწყობის აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება.
უპირატესობა მიენიჭება:
** უმაღლეს განათლებას;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნას;
** საბუღალტრო პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილებას.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "SMOTORS"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|