Робота для біженців з України
B2B გაყიდვების/კომერციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების/კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: ტეტრიქსი
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 23 მარტი
შპს "ტეტრიქსი" — საპროექტო და სამშენებლო სფეროში მოქმედი კომპანია — ეძებს გამოცდილ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც დაეხმარება კომპანიას ახალი კომერციული შესაძლებლობების განვითარებაში და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სერვისების შეთავაზებას ადგილობრივი ბაზრისთვის.

რას გააკეთებთ:

** ახალი კორპორაციული კლიენტების მოძიება და ურთიერთობების განვითარება
** ბიზნეს შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციების ჩატარება
** მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული შეთავაზებების მომზადება
** ბაზრის ანალიზი — სამშენებლო სექტორში არსებული ტენდენციების მონიტორინგი, კონკურენტული უპირატესობების ფორმირება და გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია სამშენებლო/საპროექტო სფეროში)
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** სექტორული კომპეტენცია — სამშენებლო-საპროექტო სპეციფიკის კარგი ცოდნა, რაც აუცილებელია კლიენტებთან ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებების წარმოებისთვის
** მაღალი დონის ბიზნეს-კომუნიკაციისა და კომპლექსური B2B გაყიდვების უნარი
** ბიზნეს საჭიროებების ანალიზის უნარი, სტრატეგიული ხედვა და შედეგზე მკაფიო ორიენტაცია

პირობები:

** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი
** ბონუს სისტემა: ბონუსი პროექტირებაზე, ბონუსი მშენებლობაზე
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი | 10:00-19:00
** შესაძლებელია ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV: hr@tetrix.ge. სათაურში მიუთითეთ: B2B გაყიდვების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე