|
დასახელება:
Front End დეველოპერი
|
| მომწოდებელი:
არდი დაზღვევა
|
|
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 23 მარტი
|
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის, დეველოპერის პოზიციაზე.
"არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.
ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.
არდი - ცხოვრების ჯერია!
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** ვებ აპლიკაციების განვითარება და მხარდაჭერა თანამედროვე JavaScript ბიბლიოთეკებისა და ფრეიმვორკების გამოყენებით.
** სუფთა, ადვილად წასაკითხი, მაშტაბირებადი და ტესტირებადი კოდის დაწერა.
** კოდის გადახედვაში მონაწილეობა და გამოცდილების გაზიარება გუნდის სხვა წევრებთან.
** პრობლემების დიაგნოსტიკა და გამოსწორება სხვადასხვა ბრაუზერსა და მოწყობილობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
აუცილებელია შემდეგი პროგრამული ენების ცოდნა:
** JavaScript-ის (ES6+) ძირითადი პრინციპების სიღრმისეული ცოდნა.
** პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე ფრეიმვორკების გამოყენების და მინიმუმ სამი შესრულებული პროექტი (Vue.JS ან ReactJS)
** RESTful API-ებთან და JSON-თან მუშაობის გამოცდილება
** HTML5-ისა და CSS3-ის ცოდნა და ადაპტური დიზაინის პრინციპების გათვალისწინება.
** TailwindCSS ან/და Bootstrap -ის გამოყენების გამოცდილება.
** ვერსიის კონტროლის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. Git).
** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
** TypeScript-ის ცოდნა და გამოყენება.
** ტესტირების ფრეიმვორკებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. Jest, Cypress).
** Webpack-ის, Vite-ის ან მსგავსი ხელსაწყოების ცოდნა.
** Agile გარემოში მუშაობის გამოცდილება.
** საბაზისო ცოდნა back-end განვითარების შესახებ (Node.js, Express).
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - " Front-End დეველოპერი"
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|