|
დასახელება:
გაყიდვების ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ჯეო ქარ იმპორტი
|
|
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 23 მარტი
|
შპს "ჯეო ქარ იმპორტი", ავტონაწილების სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ახალი ძარის ტაივანური და ჩინური ავტონაწილების იმპორტსა და რეალიზაციაში, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
გაყიდვების ოპერატორი (საწყობი + სალარო).
სამუშაოს აღწერა/მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება, განთავსება და გადაადგილება საწყობში;
** საქონლის აღრიცხვა და საწყობის პროცესების მართვაში მონაწილეობა;
** შეკვეთების მომზადება და პროდუქციის გაცემა;
** მომხმარებლის მომსახურება და კონსულტაცია;
** გაყიდვების განხორციელება და სალარო ოპერაციების შესრულება;
** პროდუქციის პროგრამაში გატარება, ინვოისებისა და ქვითრების დამუშავება;
** სალაროს ნაშთის კონტროლი;
** საწყობისა და სავაჭრო სივრცის წესრიგის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გამოცდილება საწყობის, გაყიდვების ან მოლარის პოზიციაზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მრავალფუნქციურ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:30
** დასვენების დღეები: კვირა + ერთი მოძრავი დასვენების დღე
** ანაზღაურება: 1 500 ლარი + ბონუსი
** ბონუსი დამოკიდებულია თვიურ ბრუნვაზე და განისაზღვრება ინდივიდუალურად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: nugos76@gmail.com
|
|
|
|