Робота для біженців з України
უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: უძრავი ქონების სააგენტო
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 23 მარტი
გინდა სამსახური, სადაც ყოველდღე ახალ ადამიანებს გაიცნობ, განვითარდები და შენი შედეგი პირდაპირ აისახება შემოსავალზე?
მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

ჩვენი მზარდი და ენერგიული გუნდი ეძებს პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ უძრავი ქონების აგენტებს.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 11:00 - 19:00
ლოკაცია: დიდუბე, წერეთლის გამზირი

ვის ვეძებთ:

** ადამიანს, ვისაც პასუხისმგებლობა და დისციპლინა ახასიათებს
** კომუნიკაბელურ და პოზიტიურ პიროვნებას
** ენების ცოდნა - სასურველია
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება - სასურველია (მაგრამ არა სავალდებულო)
** ვისაც შეუძლია პროდუქტის ეფექტური პრეზენტაცია
** ვისაც უყვარს მიზნების დასახვა და მიღწევა

სამუშაოს ძირითადი მიმართულებები:

** კლიენტებთან კომუნიკაცია
** უძრავი ქონების შეთავაზებების გაცნობა
** ობიექტების პრეზენტაცია
** მოლაპარაკებების წარმოება
** გაყიდვების პროცესში აქტიური ჩართულობა

ანაზღაურება: გამომუშავებით - 1000 ლარიდან 5000ლ +
შენი შედეგი = შენი შემოსავალი

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიას
** ყოველთვიურ წამახალისებელ შეჯიბრებებს
** ბონუსებსა და პრიზებს
** ტრენინგებსა და პროფესიულ განვითარებას
** კარიერული წინსვლის რეალურ პერსპექტივას

თუ ხარ ენერგიული, აქტიური და გინდა სამსახური, სადაც შენი შრომა ნამდვილად ფასდება — შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!

გამოგვიგზავნე CV მეილზე: brokersgroup12@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე