Робота для біженців з України
გაყიდვების ლიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ლიდი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 23 მარტი
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია ILARIA ეძებს "Sales Lead-ს", რომელიც იმუშავებს HR სერვისებისა და პროდუქტების B2B გაყიდვებზე.

სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 09:30 - 18:00
ანაზღაურება: 3 500 - 4 500 ლარი + ბონუსი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

კომპანია ეძებს შედეგებზე ორიენტირებულ, პროაქტიულ და სტრატეგიულად მოაზროვნე გაყიდვების ლიდს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ILARIA-ს პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვების ზრდაზე, ახალი მომხმარებლების აქტიურ მოზიდვასა და არსებული პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე.

პოზიციის მთავარი ამოცანაა კომპანიის ბაზრის გაფართოება, შემოსავლების ზრდა და ILARIA-ს მომსახურებების ეფექტური პოზიციონირება როგორც სტრატეგიული HR პარტნიორი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ახალი მომხმარებლების მოზიდვა და გაყიდვების განვითარება:

** პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირება და აქტიური მოძიება;
** კომპანიის HR სერვისებისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროფესიული პრეზენტაციების ჩატარება;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** გაყიდვების ციკლის სრული მართვა - პირველ კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** გაყიდვების გეგმების შესრულება;

მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვა:

** არსებულ მომხმარებლებთან რეგულარული კომუნიკაცია და უკუკავშირის მიღება;
** მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი და დამატებითი მომსახურებების შეთავაზება;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების მონიტორინგი და პრობლემების დროული გადაწყვეტა.

პრეზენტაციები და ბიზნეს კომუნიკაცია:

** კომპანიის პროდუქტების პროფესიული პრეზენტაცია სხვადასხვა ფორმატში (ონლაინ / ოფლაინ);
** შეხვედრების, დემოების და ბიზნეს შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება;
** ILARIA-ს პოზიციონირება ბაზარზე როგორც სტრატეგიული HR პარტნიორი.

სტრატეგიული და ოპერაციული გაყიდვების მართვა:

** ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების სტრატეგიის განხორციელება და ოპტიმიზაცია;
** გაყიდვების მონაცემების ანალიზი და შედეგების ანგარიშგება მენეჯმენტთან;
** გაყიდვების პროცესების გაუმჯობესების ინიციირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, მარკეტინგში ან დაკავშირებულ სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში;
** სერვისების ან პროგრამული პროდუქტების გაყიდვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია კორპორატიულ მომხმარებლებთან მუშაობის გამოცდილება

პროფესიული უნარები:

** ძლიერი პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** გაყიდვების ციკლის სრული მართვის გამოცდილება;
** მომხმარებლებზე ორიენტირებული მიდგომა;
** ბიზნეს პროცესებისა და ორგანიზაციული საჭიროებების სიღრმისეული გაგება;
** შედეგებზე და მიზნებზე მკაფიო ორიენტაცია;
** სტრატეგიული აზროვნება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების ლიდი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე