Робота для біженців з України
ბიზნეს ინტელექტის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს ინტელექტის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 23 მარტი
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია ILARIA ეძებს ბიზნეს ინტელექტის ანალიტიკოსს პარტნიორი კომპანიისთვის:

სამუშაო ფორმატი: ნახევარი განაკვეთი, on-site
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 დღე
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 2 000 -3 000 ლარი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

კომპანია ეძებს მონაცემებზე ორიენტირებულ, ანალიტიკური აზროვნების მქონე ბიზნეს ინტელექტის ანალიტიკოსს, რომელიც უზრუნველყოფს რითეილ ოპერაციების სიღრმისეულ ანალიზს, KPI-ების მონიტორინგს და მენეჯმენტის მხარდაჭერას მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პოზიცია ითვალისწინებს ბიზნეს მონაცემების სტრუქტურირებას, ვიზუალიზაციასა და პროგნოზირებით ანალიტიკას კომპანიის ეფექტურობისა და მომგებიანობის ზრდის მიზნით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

მონაცემთა ანალიზი და ანგარიშგება:

** კომპანიის ბიზნეს მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი სხვადასხვა წყაროდან (ERP, POS, CRM და სხვა სისტემები);
** გაყიდვების, მარაგების, მარჟების, პროდუქციის ბრუნვის და სხვა KPI-ების მონიტორინგი და შეფასება;
** რეგულარული და ად-ჰოკ ანალიტიკური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** ბიზნეს ტენდენციების, რისკებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება მონაცემებზე დაყრდნობით.
** რითეილ ანალიტიკა
** პროდუქციის გაყიდვების დინამიკის ანალიზი კატეგორიების, ბრენდებისა და ლოკაციების მიხედვით;
** მარაგების ოპტიმიზაციის მხარდაჭერა (slow / fast moving items, stock turnover);
** მომხმარებლის ქცევის ანალიზი და გაყიდვების სტრუქტურის შეფასება;
** ფასების, აქციებისა და კამპანიების ეფექტურობის შეფასება.
** BI სისტემები და ვიზუალიზაცია
** დეშბორდებისა და ავტომატიზებული ანგარიშების შექმნა და განვითარება (Power BI, Tableau ან სხვა BI ინსტრუმენტები);
** მონაცემთა ვიზუალიზაციის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად;
** მონაცემთა ხარისხის კონტროლი და ანალიტიკური პროცესების გაუმჯობესება.

სტრატეგიული მხარდაჭერა:

** ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდაჭერა პროგნოზირებითა და მოდელირებით;
** ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
** ახალი KPI სისტემების შემუშავებაში მონაწილეობა.

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში, სტატისტიკაში, მონაცემთა ანალიზში ან დაკავშირებულ სფეროში;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება BI ან მონაცემთა ანალიზის მიმართულებით;
** რითეილ სექტორში მუშაობის გამოცდილება - სავალდებულო.

ტექნიკური ცოდნა:

** BI პლატფორმების ცოდნა (Power BI, Tableau ან ანალოგიური);
** Excel-ის მაღალი დონე (Power Query, Pivot Tables, მონაცემთა მოდელირება);
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (SQL);
** მონაცემთა მოდელირების და KPI სისტემების შექმნის გამოცდილება;
** ERP / POS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პროფესიული უნარები:

** ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
** რითეილ ბიზნეს პროცესების სიღრმისეული გაგება;
** შედეგებზე ორიენტაცია და პრობლემების სისტემური ანალიზის უნარი;
** ინფორმაციის მკაფიო და სტრუქტურირებული პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბიზნეს ინტელექტის ანალიტიკოსი"
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე