Робота для біженців з України
აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 23 მარტი
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია ILARIA ეძებს აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტს პარტნიორი კომპანიისთვის.

სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

კომპანია ეძებს მაღალი პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის მქონე პროფესიონალს აღმასრულებელი დირექტორის პირადი ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურ მხარდაჭერას, ადმინისტრაციული და საორგანიზაციო პროცესების კოორდინირებას და შიდა თუ გარე კომუნიკაციების მართვას.

პოზიცია მოითხოვს დეტალებზე ორიენტირებულობას, კონფიდენციალურობის დაცვასა და დავალებებზე ეფექტურად მუშაობის უნარს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ძირითადი მოვალეობები:

** დირექტორის სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა და მართვა;
** შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება და კომუნიკაციების კოორდინირება;
** ოფიციალური მიმოწერის წარმოება (ქართული, ინგლისური, რუსული ენებზე);
** დოკუმენტების მომზადება, დამუშავება და არქივირება;
** ადგილობრივი და საერთაშორისო მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** შეხვედრებისა და ვიზიტების ლოჯისტიკური უზრუნველყოფა;
** ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და დირექტორისთვის დროული მიწოდება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება დირექტორის დავალებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა (საუბარი და წერილობითი კომუნიკაცია);
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office, ელფოსტა, ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმები);
** საერთაშორისო მივლინებებისთვის მზადყოფნა;
** მაღალი ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარები.

სასურველი უნარები:

** სწრაფი რეაგირების და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი"

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე