|
დასახელება:
ბუღალტრის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
მეტროპოლ მენეჯმენტ
|
|
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.
"მეტროპოლ მენეჯმენტი` - http://www.metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვება/ლანჩი
** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტი
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი -პარასკევი 10:00-19:00 სთ.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ილია ჭავჭავაძის 29.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel;
** ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის/პრაქტიკის მცირედი გამოცდილება;
** Rs.ge-ზე მუშაობის მცირედი გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ჩვენ ვეძებთ დამწყებ ბუღალტერს, რომელიც ახლა იწყებს პროფესიულ საქმიანობას.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტაცია და ანალიტიკური აზროვნება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, დროის სწორი მართვა
** გუნდური მუშაობის უნარი
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 მარტი.
გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბუღალტრის დამხმარე".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|