|
დასახელება:
ღონისძიების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Click Events
|
|
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 23 მარტი
|
"Click Events" ოპერირებს ბაზარზე, როგორც ფართო პროფილიანი ღონისძიებების მართვის კომპანია, რომელიც ქმნის განსხვავებულ, კრეატიულ და მაღალი სტანდარტების მქონე პროექტებს. ჩვენი გუნდი აერთიანებს გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფენ ღონისძიებების სრულ ციკლს - იდეიდან რეალიზაციამდე.
გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ ღონისძიების მენეჯერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებში და გახდება ჩვენი პროფესიონალური გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ძირითადი საქმიანობა იქნება:
** ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში სრული ციკლით ჩართულობა;
** პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** დამკვეთის მოთხოვნების დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** ღონისძიების კონცეფციის, იდეის, სტილისტიკისა და კრეატიული მიმართულების შემუშავება და პრეზენტაცია;
** საჭიროების შემთხვევაში დიზაინერისა და სხვა კრეატიული რესურსების ჩართულობის განსაზღვრა;
** ბიუჯეტის შედგენა, ოპტიმიზაცია და კონტროლი;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა, ფასებზე მოლაპარაკება და ხელშეკრულებების კოორდინაცია;
** საღონისძიებო სივრცისა და ღონისძიებაში ჩართული მხარეების წინასწარი მონახულება/შერჩევა;
** ღონისძიებამდე და ღონისძიების მიმდინარეობისას პროცესების სრული მონიტორინგი და კოორდინაცია;
** რისკების წინასწარი შეფასება და პრობლემების ოპერატიული გადაწყვეტა;
** ბაზრის კვლევა, ტრენდებისა და სიახლეების მუდმივი მონიტორინგი;
** ახალი მომწოდებლების, სერვისებისა და საღონისძიებო სივრცეების მოძიება და ბაზის განახლება;
** არსებული და პოტენციური პარტნიორებისთვის კომპანიის სერვისებისა და პაკეტების პრეზენტაცია;
** საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებისა და პარტნიორული ურთიერთობის გამოცდილება;
** დამკვეთისთვის კომერციული შეთავაზებების, ბიუჯეტებისა და პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება;
** პროექტის მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Canva) კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.
პიროვნული უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა და ინიციატივიანობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის სწრაფი ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 (ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია განსხვავებული გრაფიკი);
** ანაზღაურება: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე;
** საბონუსე სისტემა: პროექტების მიხედვით;
** საწვავის ხარჯის ანაზღაურება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;
** სამედიცინო დაზღვევა;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.
თუ გსურთ გახდეთ კრეატიული და დინამიკური გუნდის ნაწილი და მონაწილეობა მიიღოთ მასშტაბურ და საინტერესო პროექტებში, შემოგვიერთდით!
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: clickeventsgeorgia@gmail.com
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამისი მოთხოვნებისა და გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
|
|
|
|