Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=703172&print=yes&view=jobs
 
PR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PR მენეჯერი
მომწოდებელი: იმპექსი
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 100-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1000-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 26 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის იმიჯისა და რეპუტაციის მართვა საზოგადოებაში;
** სააფთიაქო ქსელის PR სტრატეგიის დაგეგმვა, შემუშავება და განხორციელება;
** მედიის სტრატეგიული მართვა და კომუნიკაცია (მედია კონტაქტები, პრესრელიზები, ინტერვიუები, სტატიები);
** კომპანიის ოფიციალური პრესრელიზების, საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება;
** ბლოგებისა და ვებ-საიტისთვის კორპორაციული ციფრული კონტენტის შექმნისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა SEO პრინციპების გათვალისწინებით, მარკეტინგისა და ელ. კომერციის ციფრულ გუნდებთან თანამშრომლობით;
** კრიზისული სიტუაციების დროს კომუნიკაციის მართვა მენეჯმენტთან შეთანხმებით და რისკების მინიმიზაცია;
** ინფლუენსერებთან, სამედიცინო ექსპერტებთან და აზრის ლიდერებთან ურთიერთობების დაგეგმვა და მართვა რეპუტაციულ, საგანმანათლებლო და სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიების ფარგლებში;
** საზოგადოებრივი აზრის, მედია გარემოსა და მომხმარებელთა უკუკავშირის მონიტორინგი და ანალიზი;
** დეპარტამენტის მხარდაჭერა დასახული მიზნების და ამოცანების შესრულებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება PR-ის ან/და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** MS Office ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** იდეების წერილობით ჩამოყალიბების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12 მარტი, 2026წ.

გაცნობებთ, რომ შპს "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია