Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=703170&print=yes&view=jobs
 
ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბიოქიმფარმი
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 23 მარტი
GMP-ისა და ISO 9001-ის სერტიფიცირებული ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.

კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www. biochimpharm.ge.

"ბიოქიმფარმი" აცხადებს კონკურსს ხარისხის კონტროლის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: საბურთალო, ლევან გოთუას ქ. N3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციის გათვალისწინებით
ვაკანტური რ-ნ: 2

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო პროცესში და საწყობში მიღებული მასალა/ნედლეულის ნიმუშების აღება;
** ლაბორატორიული სახარჯი მასალების აღრიცხვა და მართვა;
** ჩანაწერების, მათ შორის დასუფთავების და აღჭურვილობის ჟურნალების შენახვა;
** სხვა განყოფილებებთან კოორდინირებული მუშაობა საჭირო მასალებით მომარაგების უზრუნველსაყოფად;
** კარგი დოკუმენტაციის პრაქტიკის (GDP), კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) დაცვა;
** პროცესების გასაუმჯობესებლად ახალი მეთოდოლოგიების სწავლა და ახალი უნარების გამომუშავება, კრიტიკული აზროვნების შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი მიკრობიოლოგიაში, ფარმაციაში, ვირუსოლოგიაში მოლეკულურ და უჯრედულ ბიოლოგიაში ან სხვა მომიჯნავე დარგებში;
** შედეგების ანალიზის და დოკუმენტირების უნარი;
** სასურველია ფარმაცევტულ წარმოებაში სამუშაო გამოცდილება;
** Microsoft Office პროგრამების (MS Word, MS Excel) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზაციული და ტექნიკური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.

ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.
კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://biochimpharm.ge/, ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/biochimpharm

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: hr@geophage.ge და გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია