Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=703167&print=yes&view=jobs
 
მოხალისე - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოხალისე
მომწოდებელი: საზოგადოება ბილიკი
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 22 მარტი
თანდართული ფაილი: 703167_biliki_app_form_8443258.zip
"საზოგადოება ბილიკი" მოხალისეობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მოხალისეების მიღებას გორში!

"საზოგადოება ბილიკი" არის ადგილობრივი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1997 წლის მაისში დაფუძნდა შიდა ქართლში. ორგანიზაცია მუშაობს მოწყვლად ჯგუფებთან.

მისია: "საზოგადოება ბილიკი" ემსახურება თემის კეთილდღეობის ამაღლებას, თემში მცხოვრები სხვადასხვა ჯგუფების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებითა და პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად მათი ჩამოყალიბების ხელშეწყობით.

ხედვა: ჩვენი ხედვაა ძლიერი, დამოუკიდებელი ადგილობრივი თემი, რომლის წევრებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ დროულად შეძლონ თემში არსებული გამოწვევების, საჭიროებების დადგენა და მათი ერთობლივი ძალისხმევით მოგვარება

მოხალისეობის პროგრამის მიზნებია:

** "საზოგადოება ბილიკში" შეიქმნას მოტივირებულ და კვალიფიციურ მოხალისეთა ბაზა.
** მოხდეს ახალი პროგრამების მხარდაჭერა და ახალგაზრდების მიერ შეტანილი წვლილით "ბილიკის" პროგრამული სისტემის გამდიდრება.
** სტუდენტებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სამუშაო გამოცდილების შეთავაზება.
** მოხალისეობის დანერგვა საქართველოში.

მოვალეობები:

** ორგანიზაციაში უნდა იმუშაონ კვირაში მინიმუმ 4 საათი და მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში
** იმუშაონ მთლიანი პროგრამის განმავლობაში (დაახლოებით 4 თვე)
** იმუშაონ ფულადი ანაზღაურების გარეშე

კვალიფიკაცია და მოთხოვნები: სასურველია უცხო ენების ცოდნა

"საზოგადოება ბილიკი" აცხადებს მოხალისეების მიღებას შემდეგ სამსახურებში:

** საგანმანათლებლო სტუდია (ფორმალური, არაფორმალური, ინგლისური ენა)
** ფსიქოლოგიური სამსახური
** შემოქმედებითი სტუდია (ცეკვა, სიმღერა, ქარგვა, ხატვა)
** საკლუბო მუშაობა (ტრენინგების შეთავაზება ახალგაზრდებისთვის, კლუბის ხელმძღვანელის დახმარება)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და სააპლიკაციო ფორმა შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: societybiliki@gmail.com, გთხოვთ, subject-ში მიუთითეთ "მოხალისეობის ვაკანსია". ასევე შეგიძლიათ, საბუთები წარმოადგინოთ "საზოგადოება ბილიკში": გორი, რუსთაველის ქ. # 28.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 22 მარტი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია