Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=703164&print=yes&view=jobs
 
საინვესტიციო რისკების უფროსი ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინვესტიციო რისკების უფროსი ანალიტიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს საპენსიო ფონდი
გამოქვეყნდა: 23 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
"სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს რისკების კონტროლის დეპარტამენტის საინვესტიციო რისკების უფროსი ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, მათემატიკის ან/და თეორიული ფიზიკის მიმართულებით;
** ორმაგი სპეციალიზაცია ფინანსებში და მათემატიკაში ან თეორიულ ფიზიკაში ჩაითვლება განსაკუთრებულ უპირატესობად;
** საერთაშორისო პროფესიული სერტიფიკატები (CFA, FRM, PRM) წარმოადგენს მნიშვნელოვან უპირატესობას;
** სამუშაო გამოცდილება ინვესტიციების, ფინანსების ან/და რისკის შეფასების, ანალიზის, კონტროლისა და მართვის მიმართულებით.
** საინვესტიციო რისკების შეფასების/ანალიზის, საინვესტიციო პორტფელის მართვისა და კონტროლის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება განსაკუთრებულ უპირატესობად;
** კაპიტალის ბაზრის პროდუქტებისა და ფინანსური ინსტრუმენტების (ობლიგაციები, აქციები, დერივატივები, და სხვ.) სიღრმისეული ცოდნა;
** კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა;
** რისკების შეფასების რაოდენობრივი მეთოდების (VaR, CVaR, stress testing, scenario analysis და სხვ.) საფუძვლიანი ცოდნა;
** ფინანსური მათემატიკის, მოდელირების, სიმულაციის, სტოქასტური აღრიცხვის ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (VBA-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერითი).

დამატებითი მოთხოვნები:

** კომპანიებისა და/ან პროექტების საკრედიტო რისკის შეფასებასთან დაკავშირებული შემდეგი კომპეტენციები ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად:
** კომპანიების ფინანსური ანალიზის სიღრმისეული ცოდნა (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები);
** საკრედიტო რისკის შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა:
** საკრედიტო რეიტინგების ანალიზი (საერთაშორისო და შიდა);
** პროექტების ფინანსური მოდელირების გამოცდილება (Project Finance), მათ შორის:
aDSCR, LLCR, IRR, NPV, sensitivity და scenario analysis;
** კონტრაგენტის/ემიტენტის საკრედიტო ხარისხის შეფასების გამოცდილება;
** დეფოლტის რისკისა და საკრედიტო კონცენტრაციის რისკის შეფასება საინვესტიციო პორტფელის დონეზე;
** საკრედიტო რისკის ინტეგრირება საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რისკ-შემოსავლის ანალიზში.

სხვა მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
** დროის ეფექტური მართვისა და მრავალამოცანიან გარემოში მუშაობის უნარი;
** დადებითი და მოტივირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პროფესიული ურთიერთობების დამყარების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი ეთიკური სტანდარტები და კონფიდენციალურობის დაცვა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საინვესტიციო რისკების (საბაზრო, ლიკვიდურობის, ლევერიჯის და ა.შ) გაზომვა, მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი.
** შეიმუშაოს და დანერგოს საინვესტიციო რისკების მოდელირების, რეპოტინგის სისტემა კაპიტალის ბაზრის სხვადასხვა ინსტრუმენტებისთვის.
** შეიმუშაოს და განავითაროს მაღალი ხარისხის საინვესტიციო რისკების ანალიზის და რეპორტინგის პროცესი სხვადასხვა საინვესტიციო აქტივების კლასების და პორტფელის დონეების შესაბამისად.
** რისკის მთავარ ოფიცერთან კოორდინაციით რისკის შეფასების რაოდენობრივი მეთოდების და რისკის გაზომვა-შეფასების ავტომატიზებული სისტემის შემუშავება და დანერგვა.
** საინვესტიციო რისკების ანალიზის, შეფასების და რეპორტინგის პროცედურების შემუშავება საპენსიო ფონდის შიდა პოლიტიკის, კანონის და რეგულაციების ნორმებთან სრული შესაბამისობის დაცვით.
** საინვესტიციო რისკების ანალიზის მომზადება მმართველობითი საბჭოსთვის, რისკის კომიტეტისთვის და რეგულატორისთვის.
** მთავარი რისკის ოფიცრის სხვა რისკის კონტროლთან დაკავშირებული მითითებებისა და დავალებების შესრულება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge

საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე https://www.pensions.ge

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია