Робота для біженців з України
ფეხბურთის მწვრთნელი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფეხბურთის მწვრთნელი
მომწოდებელი: ბურთბუშელა
გამოქვეყნდა: 21 თებერვალი / ბოლო ვადა: 21 მარტი
საფეხბურთო და მოტორული განვითარების სკოლა "ბურთბუშელა" თბილისში და რუსთავში ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და ბავშვებთან მუშაობაზე ორიენტირებულ ფეხბურთის მწვრთნელს.

ჩვენი მისიაა, 2-7 წლის ბავშვებში სპორტის სიყვარული, სწორი მოტორული განვითარება და გუნდური ღირებულებების ჩამოყალიბება თამაშის ფორმატში.

ჩვენთან ბავშვები:

** ავითარებენ კოორდინაციას, ბალანსს და ზოგად მოტორიკას
** ეცნობიან ფეხბურთის საწყის ტექნიკურ ელემენტებს
** სწავლობენ გუნდურობას, დისციპლინას და პასუხისმგებლობას

თუ ხარ:

** კომუნიკაბელური და პოზიტიური
** ენერგიული და სპორტზე ორიენტირებული
** გიყვარს ბავშვებთან მუშაობა
** პასუხისმგებლიანი და დისციპლინირებული

მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა:

** გამოცდილება სავალდებულო არ არის — ადგილზე გადამზადებას უზრუნველყოფს UEFA-ს ლიცენზირებული მწვრთნელი
** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალური პერსპექტივა
** მეგობრული, სტრუქტურირებული და ჯანსაღი სამუშაო გარემო

ლოკაცია: თბილისი (ვარკეთილი) | რუსთავი (ბათუმის ქუჩა)

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელფოსტაზე: burtbushela@gmail.com ან დაგვირეკეთ: 595 00 11 58
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე