|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 21 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 21 მარტი
|
კომპანია ეძებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მთავარ ბუღალტერს.
კანდიდატი უნდა იყოს დისციპლინირებული, დეტალებზე ორიენტირებული.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და მოქმედი საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა (RS.GE);
** SARAS-ის პორტალზე წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
** მარაგების ეფექტური მართვა და კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის სრული მოწესრიგება;
** წარმოების მონაცემების დამუშავება, კალკულაციების სიზუსტისა და ნარჩენების მონიტორინგი;
** რეგულარული ფინანსური რეპორტინგი;
** დამხმარე ბუღალტრის მუშაობის ზედამხედველობა და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (სასურველია წარმოების სფეროში);
** საბუღალტრო პროგრამა FINA-ს მაღალ დონეზე;
** MS Excel-ის სიღრმისეული ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი სამუშაო დისციპლინა და პუნქტუალურობა;
** ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, მინიმალური ანაზღაურება შეადგენს 4 000 ლარს (ხელზე ასაღები), ზრდის პერსპექტივით;
** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვებით უზრუნველყოფა.
კონტაქტი:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: financemmet@gmail.com
გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ: "მთავარი ბუღალტერი".
|
|
|
|