Робота для біженців з України
სამეურნეო და სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო და სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 21 თებერვალი / ბოლო ვადა: 21 მარტი
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონი" (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო და სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სარემონტო სამუშაოების ორგანიზების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კანდიდატს მუშაობა მოუწევს მაღალი კლასის შოურუმში, სადაც წარმოდგენილია ევროპული ბრენდები.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საოფისე სივრცის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი, ინფრასტრუქტურული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა.
** სამეურნეო და სარემონტო სამუშაოების შესრულების ორგანიზება და მონიტორინგი;
** შენობა-ნაგებობებისა და ინვენტარის მოვლა - პატრონობა, ინვენტარის პერიოდული და საჭიროებისამებრ ინვენტარიზაცია;
** კომპანიის მიერ შესყიდული სამეურნეო პროდუქციის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიერ შესყიდული პროდუქციის დასაწყობებისა (მიღება, დასტიკერება, აღრიცხვა, თანამშრომლებზე გაცემა) და ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
** შოურუმის გაღება და დაკეტვა;
** სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი;
** სამეურნეო-ტექნიკური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
** მცირე სამეურნეო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
** დაქირავებული სამეურნეო პერსონალის მართვა, სამუშაო გეგმის შედგენა და მათ მიერ განხორციელებული მომსახურების პროცესის მონიტორინგი;
** სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
** შოურუმში არსებულ მცირე საწყობებისა და საკუჭნაოს მენეჯმენტი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

პირობები:

** ანაზღაურება: 2500 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე