|
დასახელება:
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მედიქალ ვორლდი
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის სახელითაა ცნობილი
"Medical World Spa&Wellnes"კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
მედიქალ ვორლდის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.
"მედიქალ ვორლდის ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 3
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00);
ანაზღაურება: 1500 ლარიდან გამოცდილების მიხედვით
სამუშაოს აღწერა:
1. მედია საშუალებებთან ურთიერთობა და ორგანიზაციის ღონისძიებების და პუბლიკაციების მედია გაშუქების უზრუნველყოფა;
2. კომპანიის საქმიანობის და დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების და აქციების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მესიჯების შემუშავება.
3. ორგანიზაციის ვებ-გვერდის, Facebook, LinkedIn, და სხვა სოციალური გვერდების/ბლოგების მართვა;
4. მედია ანონსების, პრეს - რელიზის და საჯარო განცხადებების მომზადება;
5. პროექტებით გათვალისწინებული პრომო კამპანიების/ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელება;
6. გუნდთან შეთანხმებით, ინფორმაციული და საგანმანათლებლო მასალების (შინაარსობრივი მხარე) შექმნა, დიზაინერთან ერთად მისი ვიზუალის მომზადება და ბეჭდვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის დარგის სპეციალობით ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის ცოდნა მომწოდებლებთან საკომუნიკაციო დონეზე;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
** ანალიტიკური აზროვნების და წერის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება
ჩვენთან დაგხვდებათ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა.
ბენეფიტები:
** ფასდაკლება ლაბორატორიაში არსებულ ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).
ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://mworld.ge/
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|