Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=703019&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: რესტორანი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
რესტორანი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (დისტანციურად მუშაობა არ განიხილება)

ბუღალტრის მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება (საბუღალტრო პროგრამა ფინა)
** ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით
** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება
** საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა
** სალაროს და ინკასაციის კონტროლი
** დებიტორებთან შეედარება და ჩარიცხვების კონტროლი
** ინვოისის გამოწერა
** მასალა/ნედლეულის ჩამოწერა
** შიდა ტრანსფერების კონტროლი
** პროგრამაში გატარების შესრულება
** აღწერებში მონაწილეობის მიღება
** სხვადასხვა შიდა რეპორტის მომზადება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური განხრით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 5 წლის
** ბუღალტრული აღრიცხვის წესებისა და პროცედურების ცოდნა პროგრამა ფინაში
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (ფინა)

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** კომუნიკაციის დამყარებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tevzadzenini1979@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "ბუღალტერი". ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 595 508004

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია