|
დასახელება:
Senior React Native დეველოპერი
|
| მომწოდებელი:
პროკრედიტ ბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას Senior React Native დეველოპერის თანამდებობაზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში, მობილური ბანკინგის ჯგუფში
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" თბილისის ფილიალის გუნდში!
"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.
ძირითადი მოვალეობები:
** არქიტექტურული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის მიღება
** Junior/mid დეველოპერების ტექნიკური მენტორობა, დახმარება და code review-ები
** პროდუქტის გუნდთან კოორდინაცია
** მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი და მხარდაჭერა React native-ის გამოყენებით
** აპლიკაციების წარმადობის, ხარისხისა და მდგრადობის უზრუნველყოფა. (Speed, scalability, and cross-browser compatibility)
** ბექენდ გუნდთან თანამშრომლობა API-ების დაპროექტების პროცესში.
** QA სპეციალისტებთან, UI/UX დიზაინერებთან და DevOps თან კოლაბორაცია
** კოდის ხარისხის კონტროლი Unit ტესტირებისა და Code Review-ს მეშვეობით.
** ლოგირებისა და მონიტორინგის იმპლემენტაცია (Session Time out and auto logout, (Errors, User actions)
** CI/CD pipelines -ის დაგეგმვა და შექმნაში მონაწილეობის მიღება
** rendering performance -ის გაუმჯობესება
** Secure authentication (OAuth2, JWT, biometric) იმპლემენტაცია
** აპლიკაციის ვერსიის კონტროლი
მოთხოვნები:
** მინიმუმ 4 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ტექნიკური ინგლისურის ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
** კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დიდ და რთულ სისტემებთან მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
პროგრამული ენების ცოდნა:
** IOS და Android პლატფორმების სიღრმისეული ცოდნა
** React Native და JavaScript/TypeScript სიღრმისეული ცოდნა
** არქიტექტურული მიდგომების ცოდნა
** State Management (Redux, Context API, MobX) სიღრმისეული ცოდნა
** JSON, REST API Integration სიღრმისეული ცოდნა
** Git (GitHub/GitLab/Bitbucket) სიღრმისეული ცოდნა
** Mobile App Security პრინციპების სიღრმისეული ცოდნა
** CI/CD Piplines სიღრმისეული ცოდნა
** ავტორიზაციის და აუტენთიფიკაციის სისტემების (Oauth2) სიღრმისეული ცოდნა
** Unit Testing წერის გამოცდილება
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "Senior React Native დეველოპერი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.it.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20/03/2026
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com
|
|
|
|