Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=702999&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო პროექტის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტის კოორდინატორი
მომწოდებელი: KTW დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ის შვილობილი კომპანია "KTW დეველოპმენტი", აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო სამუშაოებში მუშაობის გამოცდილება;
** აზომვითი სამუშაოების მართვა/ორგანიზება;
** სამშენებლო პროექტის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
** მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომანქანის ქონა, კომპანია უზრუნველყოფს საწვავით;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის მსვლელობის მონიტორინგი;
** პროექტში ჩართულ ყველა ორგანოსთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
** პროექტის რისკების მართვა;
** დოკუმენტური აღრიცხვის წარმოება;
** მენეჯმენტთან პროექტის პროგრესის შესახებ ანგარიშგება;
** პროექტის ფარგლებში საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება.
** მიწების შესყიდვისთვის აუცილებელი პროცედურების ცოდნა, საჯარო რეესტრთან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობა.
** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა
** სამშენებლო პროექტის ფარგლებში პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან შეხვედრა და კონსულტაციების წარმოება ყველაზე ოპტიმალური წინადადების შერჩევის მიზნით;
** საჭიროების მიხედვით პროდუქციისა და ფასების კვლევა და შესაბამისი ბაზების რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** შეძენილი პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირების ორგანიზება დანიშნულების ადგილამდე;
** საქონლის შეძენისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, შეგროვება და შესაბამის დეპარტამენტში დროული მიწოდება;
** გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დროული და ხარისხიანი შესრულების მონიტორინგი;
** უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება მოთხოვნისამებრ.
** მშენებლობის ხარისხის კონტროლი.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** კრეატიული;
** ორგანიზებული ;
** პუნქტუალური ;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე hr@ktw.ge სათაურის ველში " სამშენებლო პროექტის კოორდინატორი"

** შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის.

** "თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია