Робота для біженців з України
სატრენინგო პროგრამების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატრენინგო პროგრამების სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სატრენინგო პროგრამების სპეციალისტის პოზიციაზე.

შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 6 თვე (დეკრეტის შემცვლელი).

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** სატრენინგო პროგრამების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სატრენინგო პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგი;
** განხორციელებული და მიმდინარე პროგრამების შესახებ რეპორტინგის წარმოება;
** პოტენციურ, არსებულ და ყოფილ მსმენელებთან ეფექტური და ოპერატიული კომუნიკაციის წარმართვა;
** კორპორაციული შეთავაზების მომზადება სამიზნე აუდიტორიისთვის და მათი საჭიროების გათვალისწინებით, მათთან მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების ჩანიშვნა;
** არსებული და პოტენციური მსმენელების ბაზების მუდმივი გაფართოება და შენარჩუნება;
** პროგრამების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროებისამებრ, მის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების ახალი მეთოდებისა და მიდგომების მოძიება და დანერგვა;
** მჭიდროდ თანამშრომლობა მარკეტინგის გუნდთან, პროგრამის გაშვებისა და ეფექტური გაყიდვების სტრატეგიის აღსრულების ერთობლივი კოორდინაციის მიზნით რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან;
** დაგეგმვის მეთოდოლოგიის პრაქტიკაში გამოყენების ანალიზი და მონიტორინგი;
** კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური ინფორმაციის/რეპორტების შექმნა/დამუშავება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული საქმიანობასთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ადმინისტრაციული საქმიანობის ან/და გაყიდვების მიმართულებით 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: Vacancy@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 მარტი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე