Робота для біженців з України
სამეურნეო სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** კომუნალური სისტემების (ელექტროენერგია, წყალმომარაგება, გათბობა/გაგრილება, ვენტილაცია) მდგომარეობის მონიტორინგი და გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** უნივერსიტეტის შენობისა და ძირითადი საშუალებების პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება ან ჩანაცვლება;
** ნათურების, ჩამრთველების, საკეტების, მცირე ტექნიკის და სხვა დეტალების ცვლილება ან შეკეთება;
** მიმდინარე სამეურნეო და ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** ოფისის დასუფთავებისა და ჰიგიენური სტანდარტების მონიტორინგი და დასუფთავების პერსონალთან ურთიერთობა;
** ოფისში ტექნიკური ან საორგანიზაციო ცვლილებების მხარდაჭერა (მაგალითად, ავეჯის გადაადგილება, ნივთების გადატანაში მხარდაჭერა და სხვ.);
** ღონისძიებების დაგეგმვისა და გამართვის პროცესში მხარდაჭერა, მათ შორის ავეჯისა და ინვენტარის გადაადგილება/განლაგებაში მონაწილეობა;
** თანამშრომლების მიერ დაფიქსირებულ ტექნიკურ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მათი დროული მოგვარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სრული ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
8* სამეურნეო ან ტექნიკურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;


პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: Vacancy@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 მარტი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე