|
დასახელება:
B2B მხარდაჭერის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ჯი ენ ელ
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
შპს "ჯი ენ ელ" აცხადებს ვაკანსიას B2B მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაოს სწრაფად მზარდ კომპანიაში;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნინო რამიშვილის 20
პოზიციის დასახელება: B2B მხარდაჭერის ოპერატორი
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოვალეობები:
** გარე გაყიდვების აგენტების სრული მხარდაჭერა და ტრენინგი;
** გარე გაყიდვების აგენტების სატელეფონო ზარების მიღება და ტექნიკური დახმარების გაწევა;
** გარე გაყიდვების აგენტების კონსულტირება კომპანიის სერვისებთან და მოწყობილობებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე;
** კომპანიის სარეალიზაციო, ანდროიდ მოწყობილობებისა და დისტანციური პრინტერების, გამართვა და საჭიროების შემთხვევაში მათი ტექნიკური დიაგნოსტიკა.
** კომპანიის შიგნით IT მხარდაჭერის ხაზით სატელეფონო ზარების მიღება და პირველადი ტექნიკური დახმარება/კონსულტაცია;
** საჭიროებისამებრ, გაყიდვების აგენტების ინფორმირება კომპანიის სხვადასხვა სერვისებზე და პროცესებზე;
** სამუშაო პროცესის შედეგების დაფიქსირება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში.
ძირითადი მოთხოვნები:
** კომპიუტერული სისტემების აგებულების, მუშაობის, კონფიგურაციისა და დიაგნოსტიკის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** Android სისტემებთან და მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება power user-ის დონეზე;
** Windows სისტემებთან მუშაობის გამოცდილება power user-ის დონეზე;
** ზოგადი წარმოდგენა კომპიუტერულ ქსელზე (ფიზიკური და ლოგიკური ქსელების მოწყობის პრინციპები, ადრესაცია ქსელში, ძირითადი პროტოკოლები;
** სამომხმარებლო პროგრამულ უზრუნველყოფასთან (ინტერნეტ ბრაუზერები, ანტივირუსები, საოფისე პროგრამები) მუშაობა.
ზოგადი მოთხოვნები:
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (წაკითხული ტექსტის გააზრება);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
** ანდროიდ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@lotto.ge წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯი ენ ელ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
შპს "ჯი ენ ელ" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|