Робота для біженців з України
დამხვედრი ადმინისტრატორი/გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხვედრი ადმინისტრატორი/გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ობსიდია
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
ფიტნეს დარბაზი "ობსიდია" აცხადებს ვაკანსიას დამხვედრი ადმინისტრატორის/გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ ხარ კომუნიკაბელური, მოტივირებული და გაყიდვებში შედეგზე ორიენტირებული — შემოუერთდი ჩვენს გუნდს

ლოკაცია: შანდორ პეტეფის 48
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში-შეთანხმებით

მოვალეობები:

** მაღალი მომსახურების სტანდარტების დაცვა და მომხმარებელთა პროფესიონალური მომსახურება
** აბონემენტებისა და დამატებითი სერვისების გაყიდვა, გაყიდვების გეგმების შესრულებაზე ზრუნვა
** აბონემენტების რეგისტრაცია, განახლება და შესაბამისი მონაცემების სისტემაში ასახვა
** ფიტნეს დარბაზის პროდუქტებისა და სერვისების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება მომხმარებლებისთვის
** აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების აქტიური შეთავაზება მომხმარებლებისთვის
** შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მართვა
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და გაყიდვების პროცესის წარმოება
** ყოველდღიური რეპორტინგისა და დოკუმენტაციის წარმოება
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათ საჭიროებებზე ზრუნვა
** დამატებითი ადმინისტრაციული დავალებების შესრულება მენეჯერის მითითების შესაბამისად

სავალდებულო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება და თავაზიანი კომუნიკაცია
** პოზიტიური განწყობა და ღიმილიანი მომსახურება
** უცხო ენის ცოდნა - ინგლისური ან რუსული
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა

ჩვენი გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას + გაყიდვების ბონუსს
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** პერსპექტიულ განვითარების შესაძლებლობას
** ფიტნეს აბონემენტს უფასოდ

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე info@obsidia.life.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე