|
დასახელება:
კონტროლის განყოფილების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ჯეოსტარი
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
სადისტრიბუციო კომპანია "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიებს კონტროლის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე თბილისში.
შპს "ჯეოსტარი" დაფუძნდა 1995 წელს და არის ერთ-ერთი წარმატებული სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიც არიან: BIC, Papia, Avedov, Zlato, Bonduelle, Pompea, Parex, Dalan და ა.შ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევის ფაქტების ოპერატიული შესწავლა;
** თანამშრომელთა შრომითი პირობების დაცვის, შრომის დისციპლინის დაცვის და კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გეგმური ან/და შერჩევითი მონიტორინგი;
** სავაჭრო ობიექტებთან შედარების აქტების წარმოება;
** დებიტორული დავალიანებების პერმანენტული კონტროლი;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** GPS-სისტემების მონიტორინგი;
** ავტოტრანსპორტის საწვავის მოხმარების მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** შიდა კონტროლის/მონიტორინგის/სამართალწარმოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენის (რუსული) ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel;
** საკუთარი ავტომობილის ყოლა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები:
** მდებარეობა: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, სამგორის ქუჩა 36 ბ
** სამუშაო საათები: 9:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა);
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისი
** საწვავით უზრუნველყოფა;
** კორპორაციული ნომერი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@geostar.ge აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შპს " ჯეოსტარ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს " ჯეოსტარი"
-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
შპს "ჯეოსტარი "კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|