Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=702911&print=yes&view=jobs
 
რეალიზაციის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეალიზაციის კოორდინატორი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოგისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას რეალიზაციის კოორდინატორის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ!

აღნიშნულ პოზიციაზე კვალიფიკაციაზე მეტად, პიროვნულ მახასიათებლებს ვანიჭებთ უპირატესობას!

ჩვენთან მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** გასაუბრება HR სპეციალისტთან;
** ტესტირება Exel-ში;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელთან;
** სტაჟირების ეტაპი ფილიალში.

ძირითადი კომპეტენციები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის ასორტიმენტთან, შიგთავსთან დაკავშირებით;
** სალაროსთან მუშაობა;
** მიღებული პროდუქციის დათვლა და კონტროლი;
** მიღებული პროდუქციის სწორი თანმიმდევრობით რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** შეკვეთების სწორი და დროული ადმინისტრირება;
** კონკრეტულ ფილიალებზე მიმაგრებული კურიერებისთვის შეკვეთების სწორი განაწილება;
** სწორი პროგრამული აღრიცხვა;
** სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა;
** მომსახურების სტანდარტების გაცნობა და დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა რელევანტური დავალების შესრულება

სამუშაო ადგილი: თბილისი - პეკინი, ცინცაძე, ვარკეთილი, დადიანი, გლდანი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1400-1600 ლარი

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია