|
დასახელება:
დაცვის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 15 მარტი
|
შპს "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი;
სამუშაო საათები: 09:00-19:00 სთ;
ანაზღაურება: 1000 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუდენტების, თანამშრომლების იდენტიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება;
** უნივერსიტეტში შემოსვლისა და გასვლის პროცესის კონტროლი დადგენილი წესების შესაბამისად;
** უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსით განსაზღვრული დისციპლინის დაცვა;
** უნივერსიტეტის შენობაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;
** უნივერსიტეტის ქონების დაცვა დაზიანებისა და დანაკარგისაგან;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე (სტუდენტებთან და უცხოელ სტუმრებთან კომუნიკაციისთვის).
კომპეტენციები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 15 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge და სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|